თბილისის საფეხმავლო ტური

ტურის კოდი: 00126
  • 80aa5b9adf761d4ef35158c56c9cf116
  • 12885848_1163727666984550_3599994388331600859_o
  • biltmore_hotel_tbilisi_hero_downsize_8979_1180x740
  • img_72807
  • maxresdefault

საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, ყოველთვის იწვევდა განსაკუთრებულ ემოციებს. პოეტებს ქალაქისთვის პოემები მიუძღვნიათ, მუსიკოსებს – სიმღერები, ხელოვანებს – ნახატები, ხოლო ჩვეულებრივი ხალხი , თბილისის პირველად ხილვის შემდეგ, მის ხელახლა მონახულებაზე ოცნებობდნენ.

სოლოლაკი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი რაიონია, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო ძველი სახლები, დიდებული აივნები და ძველი (ანტიკური) მთავარი შესასვლელები. შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ეს ბრწყინვალე ადგილი.

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი – ამ უნიკალურ შენობას აქვს კოშკი საათით, რომლის ტერასიდან ქუჩებზე იშლება ძველი ქალაქის და ანჩისხატის ეკლესიის სასწაული ხედი.

მშვიდობის ხიდი – ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რამ რისი ნახვაც  თბილისში შეიძლება და რომელიც წარსულს და მომავალს აკავშირებს.

ნარიყალა – ადგილი მთელი ქალაქის სასწაული ხედით. ციხესიმაგრე ისეთი ძველია, რომ თავად ქალაქის მცხოვრებლებმაც კი არ იციან მისი კონსტრუქციის ზუსტი თარიღი.

აბანოთუბანი ( გოგირდის აბანოების არე) – ადგილი, სადაც გოგირდის წყლის თბილი წყაროების წყალობით, დაარსდა ქალაქი თბილისი და სადაც პირველი გოგირდის აბანოები ძველი წელთაღრიცხვის პერიოდიდან მომდინარეობს.

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ – გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ თბილისში, საქართველოში, სადაც ნაჩვენებია ხალხური არქიტექტურისა და ხელნაკეთი ნივთები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. მუზეუმი გიორგი ჩიტაიას, ქართველი ეთნოგრაფის სახელობისაა, რომელმაც მუზეუმი 1966 წელს დაარსა. 2004 წლის 30 დეკემბრიდან მოყოლებული, იგი ადმინისტრირებულია, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილი. მუზეუმი მდებარეობს ლისის ტბის დასავლეთით გორაკზე, რომელიც ქალაქს გადაყურებს. მუზეუმი იკავებს მიწის 52 ჰექტარს და შვიდ ზონად არის განლაგებული, აქ ექსპონირებულია 70 შენობა და 8,000-ზე მეტი საგანი. გამოფენაში შედის ტრადიციული დარბაზის ტიპის და ბრტყელ ჭერიანი ქვის შენობები აღმოსავლეთ საქართველოდან, აჟურული ხის სახლები წვეტიანი ჩალის სახურავები ან ფიცრები დასავლეთ საქართველოდან, საგუშაგო კოშკები ხევსურეთის, ფშავის და სვანეთის მთიანი პროვინციებიდან, მეგრული და იმერული სიმინდის წნულის საცავები, კახური ღვინის ქარხნები ( მარანი) და ქართლის წყლის წისქვილები და ასევე ტრადიციული საშინაო მოხმარების საგნები, როგორიცაა სართავი ჯარები, საქსოვი ჩარჩოები, სატყუარები, ტანსაცმელები, ხალიჩები, თიხის ჭურჭელი და ავეჯი.

მთაწმინდა – წმინდა მთა, მამა დავითის მონასტერი

მთა მთაწმინდა ქალაქის ცენტრია. მთიდან დაინახავთ მთელი თბილისის პანორამას. პატარა და ლამაზი ეკლესია მდებარეობს მამა დავითის სახელობის მთაზე – მამადავითი. მთა მთაწმინდის თავზე მდებარობს მთაწმინდის პარკი – ცნობილი ლანდშაფტური პარკი გადაყურებს საქართველოს დედაქალაქს. პარკში არის კარუსელები, წყლის სასრიალოები, ატრაქციონები და მთის კიდეში „ეშმაკის ბორბალი“, საიდანაც ქალაქის ბრწყინვალე ხედის დანახვაა შესაძლებელი. მთაწმინდის პარკამდე მისვლა შეგიძლიათ საბაგიროთი.

სამების საკათედრო ტაძარი

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარია, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. აშენებული 1995 და 2004 წლებში, იგი მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალი აღმოსავლური მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური ნაგებობა მსოფლიოში სრული ტერიტორიის მიხედვით. სამება არის ტრადიციული სტილის სინთეზი, რომელიც ქართული ეკლესიის არქიტექტურაში ისტორიის სხვადასხვა სტადიებზე დომინირებდა და დაკრავს ბიზანტიური ელფერი.

ნარიყალას ციხესიმაგრე

ნარიყალა არის ანტიკური ციხესიმაგრე, რომელიც გადაყურებს თბილისსა და მდინარე მტკვარს. ციხესიმაგრე შედგება ორ კედლიანი სექციებისგან ციცაბო გორაკზე გოგირდის აბანოებსა და თბილისის ბოტანიკურ  ბაღებს შორის. ქვედა ეზოში არის ახლახანს აღდგენილი წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.  ეკლესიის შიდა ნაწილი მორთულია ფრესკებით, სადაც ნაჩვენებია სცენები ბიბლიიდან და საქართველოს ისტორიიდან. ციხესიმაგრე დაარსდა მე-4 საუკუნეში.

თბილისის გოგირდის აბანოები (აბანოთუბანი)

მდებარეობს მდინარე მტკვარის აღმოსავლეთ ნაპირზე ნარიყალას ციხესიმაგრის ძირში. აბანოთუბანი ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილია.  ეს ადგილი ცნობილია თავისი ბუნებრივი ცხელი წყაროებით. ლეგენდის თანახმად ეს არის ის ადგილი სადაც იბერიის მეფე, ვახტანგ გორგასალის შევარდენი ჩავარდა, რასაც მოყვა ცხელი წყაროების აღმოჩენა და შედეგად ახალი დედაქალაქის დაარსება. გოგირდის აბანოები, რომლებიც იკვებება ცხელი მინერალური წყლებით (47°C), თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილია საუკუნეების განმავლობაში. აგურის გუმბათიანი მიწისქვეშა აბანოები აშენდა მე-17 საუკუნეში და ისინი დღეში 3 მილიონ ლიტრ წყალს გამოიმუშავებენ.

 

ძველი თბილისი

ძველი ქალაქი თბილისის ისტორიული რაიონის ნაწილია და მოიცავს ოფიციალურად  აღნიშნულ ძეგლებს, ეკლესიებს, მოკირწყლულ ქუჩებს და თვალწარმტაც პასტელის ფერების ხის სახლებს, ღია, მოჩუქურთმებულ აივნებით. თბილისის ძველი ქალაქის ლამაზი არქიტექტურა და შესანიშნავი სანახაობები – არქიტექტურის მოყვარულისთვის ნამდვილი სამოთხეა, თავისი განსხვავებული სტილის შენობებით,

ძველ თბილისში მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილია – დაათვალიერეთ ფეშენებელური შარდენის ქუჩა თავისი სამხატვრო გალერეებით და შესანიშნავი სანახაობებით.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “თბილისის საფეხმავლო ტური”

Your email address will not be published. Required fields are marked *

ფასი$60.00 $49.00

ტურის რეზერვაცია

Airport Transfer

Transfer ($30.00)

 რაოდენობა  × $49.00
სულ = $49.00