მცხეთა – გორი – უფლისციხე

ტურის კოდი: 128
  • mtskheta (1)
  • mtskheta (1)
  • mtskheta (2)
  • mtskheta (3)
  • mtskheta (4)
  • mtskheta (6)
  • mtskheta (7)
  • uplistsikhe (1)
  • uplistsikhe (2)
  • uplistsikhe (4)
  • uplistsikhe (5)

მცხეთა – გასაოცარი ქალაქი 3000 წლოვანი ისტორიით. თავად ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  სიაშია შესული.

ჯვრის მონასტერი – დღეს ჯვარი  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი მონასტერია საქართველოში. იგი აღმართულია ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქის – მცხეთის თავზე, საიდანაც არაგვის და მტკვრის შეერთების საოცარი ხედი იშლება.

სვეტიცხოველი –საქართველოს მთავარი საკათედრო ტაძარი, სადაც ქრისტეს კვართია დაბრძანებული. სვეტიცხოველიც ასევე შესულია იუნესკოს სიაში.

მცხეთა – ქალაქი მუზეუმი, ცნობილი თავისი ძველი ქუჩებით და ძველი წელთაღრიცხვის პერიოდის ისტორიით.

უფლისციხე – პირველი ქართული მღვიმე ქალაქი, დაარსებული ძვ.წ 2-1 ათასწლეულებში. იგი იყო საქართველოს სავაჭრო ცენტრი სადაც აბრეშუმის გზა გადიოდა.

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ( სიტყვა-სიტყვით „ცოცხალი სვეტის“ საკათედრო ტაძარი) აღმოსავლურ მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარია , რომელიც მცხეთაში მდებარეობს. ადრეული შუა საუკუნეების შედევრი, სვეტიცხოველი,  იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. იგი ამჟამად საქართველოში მეორე ყველაზე დიდი ნაგებობაა, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ. ცნობილი როგორც ქრისტეს მოსასხამის სამარხი ადგილი, სვეტიცხოველი ერთ-ერთი მთავარი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და რეგიონში ღვთისმსახურების ყველაზე დაფასებულ ადგილებს შორისაა მოქცეული. აშენდა ადრეულ მე-4 საუკუნეში. ქართული ჰაგიოგრაფიის თანახმად, ა.წ 1-ელ საუკუნეში ქართველი ებრაელი მცხეთიდან სახელად ელიოზი იერუსალიმში იმყოფებოდა, როდესაც ქრისტე ჯვარზე აცვეს. ელიოზმა რომაელი ჯარისკაცისგან გოლგოთაზე იყიდა ქრისტეს სამოსელი და დააბრუნა საქართველოში. თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისას, მას შეხვდა თავისი და სიდონია, რომელმაც ხელი შეახო თუ არა სამოსელს, წმინდა ნივთისგან გამოწვეულ ემოციებით შეპყრობილი გარდაიცვალა. კვართი ვერ გამოგლიჯეს სიდონიას ხელებს, ამიტომაც კვართთან ერთად დაკრძალეს. ადგილი სადაც სიდონია დაკრძალეს ქრისტეს კვართთან ერთად, შენარჩუნებულია საკათედრო ტაძარში. მოგვიანებით, მისი საფლავიდან ამოიზარდა დიდი კედრის ხე. გასცეს რა ბრძანება მოეჭრათ კედრის ხე ეკლესიის ასაშენებლად, წმინდა ნინოს მისგან დამზადებული შვიდი სვეტი ჰქონდა ეკლესიის საძირკვლისთვის. მეშვიდე სვეტს სასწაულებრივი თვისებები ჰქონდა და თავისით ჰაერში აიწია. მას მერე რაც წმინდა ნინომ მთელი საღამო ლოცვაში გაატარა, სვეტი დაბლა ჩამოვიდა. ასევე თქმულა, რომ სასწაულმოქმედი მეშვიდე სვეტიდან წმინდა სითხე გადმოდიოდა, რომელიც დაავადებებს კურნავდა. ქართულად Sveti ნიშნავს „სვეტს“ ხოლო tskhoveli „სიცოცხლის მიმცემს“ „ცოცხალს“, საიდანაც მომდინარეობს საკათედრო ტაძრის სახელი. მეორე სვეტზე, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს შესაძლებელია ამ მოვლენის ამსახველი ხატის ხილვა. იგი მთელს საქართველოში ფართოდ რეპროდუცირებულია და აჩვენებს სიდონიას ანგელოზთან ერთად, რომელსაც სვეტი ზეცაში აქვს აზიდული.

ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი მეექვსე საუკუნის საქართველოს მართლმადიდებლური მონასტერია მცხეთასთან ახლოს, აღმოსავლეთ საქართველოში. მცხეთის სხვა ისტორიულ სტრუქტურებთან ერთად, იგი უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შედის. Jvari ნიშნავს ჯვარს ინგლისურად. ჯვრის მონასტერი კლდოვან მთის წვერზე დგას, მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილას და გადმოყურებს ქალაქ მცხეთას. ტრადიციული გადმოცემების თანახმად, ამ ადგილზე მე-4 საუკუნეში წმინდა ნინომ, ქალი ევანგელისტი, რომელსაც მიეწერება იბერიის მეფე მირიან III-ის ქრისტიანობაზე მოქცევა, აღმართა ხის დიდი ჯვარი წარმართული ტაძრის ადგილას. გადმოცემის თანახმად, ჯვარი სასწაულმოქმედი იყო და მთელი კავკასიიდან პილიგრიმების ყურადღება მიიპყრო. დროთა განმავლობაში ჯვრის კომპლექსის მნიშვნელობა გაიზარდა და მრავალი პილიგრიმი მიიზიდა. გვიან შუა საუკუნეებში, კომპლექსი გაამყარეს ქვის კედლითა და ჭიშკრით, რომლის ნარჩენები დღემდეა შემონახული.

სამთავროს მონასტერი

სამთავროს ფერისცვალების მართლმადიდებლური ეკლესია და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მცხეთაში. იგი მე-4 საუკუნეში აშენდა. ცნობილი ქართველი ბერი გაბრიელი დაკრძალულია სამთავროს ეკლესიის ეზოში. ეკლესიის აღმოსავლეთით არის ადრეული შუასაუკუნეების წმინდა ნინოს პატარა ეკლესია. მისი კედლის ფერწერა მე-19 საუკუნითაა დათარიღებული. ეკლესიის ჩრდილოეთით 15-16 საუკუნეების სამ სართულიანი ზარის კოშკია. მე-18 საუკუნის ცილინდრული კოშკი შემონახულია მონასტერის კედელში, რომელიც მე-19 საუკუნეში აღდგა. სამთავროს მონასტერი, სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად შესულია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1994 წლიდან. პირველი ქრისტიანი სამეფო წყვილი – მირიან მეფე და ნანა დედოფალი აქ არიან დაკრძალულნი.

უფლისციხე – უფლის ციხე-სიმაგრე

უფლისციხის კომპლექსი სავარაუდოდ შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად.: სამხრეთი(ქვედა), შუა(ცენტრალური) და ჩრდილოეთი(ზედა) ნაწილები დაახლოებით 8 ჰექტარს ფარავენ. შუა ნაწილი ყველაზე დიდია და მოიცავს კლდეში ნაკვეთი სტრუქტურის დიდ ნაწილს, სამხრეთ მხარესთან დაკავშირებულია ვიწრო კლდეში ნაკვეთი გასასვლელით და ტუნელით. ვიწრო ხეივნები და ზოგჯერ კიბეები გამოსჭვივიან ცენტრალური ქუჩიდან სხვადასხვა სტრუქტურების მიმართ.

გამოქვაბულების უმეტესობას არ აქვს დეკორაციები, თუმცა ზოგიერთ დიდ სტრუქტურას აქვს კესონური ცილინდრულ კამარიანი ჭერები ქვით, რომელიც ამოჭრილია მორების იმიტაციაში. ზოგიერთ დიდ სტრუქტურას აქვს ჩაღრმავებები უკანა ან გვერდითა მხარეს, რომლებიც შესაძლოა საცერემონიო მიზნებით იყო გამოყენებული.

კომპლექსის მწვერვალზე არის ქრისტიანული ბაზილიკა აშენებული ქვით და აგურით მე9-მე10 საუკუნეებში. არქეოლოგიური გათხრებით აღმოაჩინეს სხვადასხვა პერიოდის მრავალი არტეფაქტი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ძვირფასეულობის ჩათვლით და ასევე კერამიკის და სკულპტურების ნიმუშები. ბევრი ამ არტეფაქტებიდან თბილისის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ღირსშესანიშნავი ადგილი არის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც ყაზბეგის მთამდე მიუყვება. გზად ძველ ვულკანამდე, რომელიც 16 მილიონი წლისაა, მთის საოცარი ლანდშაფტები და ხელთქმნილი სილამაზე გელოდებათ.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “მცხეთა – გორი – უფლისციხე”

Your email address will not be published. Required fields are marked *

ფასი$85.00 $60.00

ტურის რეზერვაცია

 რაოდენობა  × $60.00
სულ = $60.00